მოდული 1
გავეცანით ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს -ინტელის საგანმანათლებლო ვებსაიტი,ეს არის გზამკვლევი რაც გვეხმარება პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმატებით განხორციელებაში.(Intel education viewer). ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში. თუ როგორ ეხმარება პროექტი მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და სასწავლო პროცესში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას. ასევე ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და მათი განვითარების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულისთვის და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევქმენით ბლოგები. ვისაუბრეთ პროექტის გეგმის ეფექტურად დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
No comments:
Post a Comment