Saturday, June 28, 2014

მესამე დღე


     მოდული 2
     რეფლექსია

 ამ მოდულში გავეცანით სასწავლო პროექტის გემაზე მუშაობის პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პროექტის დაგეგმვის დროს ეს არის სტანდარტების შედეგად სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება, სადაც ნათლად უნდა იყოს ასახული თუ რა გვსურს ისწავლონ ჩვენმა მოსწავლეებმა და როგორ გამოიყენონ ეს რეალურ ცხოვრებაში. ასევე ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე(ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი), რაც ასევე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და საკითხის სიღრმისეულ წვდომას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა და ნიმუშები რაც ვფიქრობ ერთგავარ დახმარებას გაგვიწევს პროექტის ეფექტურად დაგეგმვაში.
 

Friday, June 27, 2014

მეორე დღე


  მოდული 1

დასაწყისში ვისაუბრეთ პროექტისათვის შერჩეულ სავარაუდო თემებზე და განვიხილეთ მათი ეფექტიანობა სასწავლო პროცესში. ასევე გავეცანით პუბლიკაციის მომზადების საკითხს პროექტებით სწავლების თემაზე, რათა შევქმნათ რესურსი , გაზეთი, პლაკატი ან ბუკლეტი რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტის შესახებ. გავეცანით ბუკლეტის შაბლონის ნიმუშებს და ტექსტური რედაქტორების გამოყენების უნარ-ჩვევებს.. შევარჩიეთ სასურველი ბუკლეტის შაბლონები და განვახორციელეთ ცვლილებები ტექსტური რედაქტორების გამოყენებით. 

პირველი დღე


მოდული 1

     გავეცანით ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს -ინტელის საგანმანათლებლო ვებსაიტი,ეს არის გზამკვლევი რაც გვეხმარება პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმატებით განხორციელებაში.(Intel education viewer).  ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში. თუ როგორ ეხმარება პროექტი მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და სასწავლო პროცესში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას. ასევე ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და მათი განვითარების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულისთვის და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევქმენით ბლოგები. ვისაუბრეთ პროექტის გეგმის ეფექტურად დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.