Wednesday, July 16, 2014

მეცხრე დღე


                რეფლექსია
 პროექტის პორტფოლიოს ჩვენება

   დღეს წარვადგინეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო და თეთრი და შავი ოპონენტების როლის მორგებით შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიო. მივიღეთ უკუკავშირი დადებითი შეფასებები და კონკრეტული რჩევები პროექტის გაუმჯობესებისთვის. კურსის ბოლოს გავაკეთეთ საბოლოო შეჯამება: 3 რამ რაც მნიშვნელოვანი იყო, 2 რამ
 რაც მინდა რომ გავაუმჯობესო რაც დაგვეხმარა საკუთარი ცოდნის მონიტორინგში.
სასიამოვნო განწყობით დაიწყო და დასრულდა ჩემთვის ეს პროექტი. მადლობა გვანცას
და ყველა მონაწილეს ამ დიდი ენთუზიაზმისთვის და სასიამოვნო განწყობის შექმნისთვის.


Tuesday, July 15, 2014

მერვე დღე


  რეფლექსია.
 ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება. განვიხილეთ ჩვენი სასწავლო პროექტის საბოლოოდ მოდიფიცირებული გეგმები და შეფასებები.  დღეს გევეცანით მეშვიდე 
მოდულს "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით", რაც გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, რაც ზრდის ჩვენს პროდუქტიულობას და აუმჯობესებს სწავლების პროცესს. ასევე დავეუფლეთ ბლოგზე 
მუშაობის ტექნიკას, რაც გულისხმობს აუდიო და ვიდეო მასალის გადმოტანას ინტერნეტიდან, ჩანართების გაკეთებას, დიზაინის შეცვლას. შევქმენით ჩვენი პროექტის პორტფოლიო ბლოგზე სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩვენი საბოლოო პროდუქტის ნახვა და კომენტარების დართვა. 

Saturday, July 12, 2014

მეშვიდე დღე


 დღეს განვიხილეთ ჩვენს მიერ შესრულებული მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები.
ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკების შექმნაზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე.

Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღე


 რეფლექსია

 როგორც მოსალოდნელი იყო თანდათანობით რთულდება ჩვენი პროექტი,დავალებებიც უფრო დამაფიქრებელი და გამომწვევია (challenging- მიყვარს ეს სიტყვა, ისე ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს). სხვისი ნაშრომების შეფასება(უკუკავშირი) ყველაზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ მიხარია რომ მოვახერხე ამის გაკეთება.  დღეს განვიხილეთ მე-4 და მე-5 მოდული. სასწავლო ნიმუშების შექმნა და მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება. ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მოდულის საკვანძო კითხვებზე და მოლოდინებზე რასაც მოველით მოსწავლეებისგან და ასევე ამ პროექტის ფარგლებში.

Friday, July 4, 2014

მეხუთე დღე


     რეფლექსია

     წარმოვადგინეთ  ჩვენს მიერ შესრულებული სასწავლო პროექტების პრეზენტაცია.
    გავეცანით  ყველაზე მნიშვნელოვან ონლაინ რესურს http://tpdc.ge/essentials/rubrics ,
    სადაც  შეგვიძლია ვიპოვოთ სხვადასხვა სახის მზა  რუბრიკები და გამოვიყენოთ
    ისინი სასწავლო პროცესში. ასევე გავეცანით და განვიხილეთ უკუკავშირის მიცემის
    რჩევები და მეთოდები რაც ვფიქრობ უფრო ნაყოფიერს გახდის ჩვენს საქმიანობას.

Tuesday, July 1, 2014

მეოთხე დღე


    რეფლექსია

განვიხილეთ სასწავლო პროექტების გეგმის ნიმუშები , რაც დაგვეხმარა ჩვენი საპროექტო გეგმების დახვეწაში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ფორმები რაც აუცილებელი წინაპირობაა ეფექტური სწავლების და უკეთ გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას და საჭირო უნარ-ჩვევებს.


Saturday, June 28, 2014

მესამე დღე


     მოდული 2
     რეფლექსია

 ამ მოდულში გავეცანით სასწავლო პროექტის გემაზე მუშაობის პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პროექტის დაგეგმვის დროს ეს არის სტანდარტების შედეგად სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება, სადაც ნათლად უნდა იყოს ასახული თუ რა გვსურს ისწავლონ ჩვენმა მოსწავლეებმა და როგორ გამოიყენონ ეს რეალურ ცხოვრებაში. ასევე ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე(ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი), რაც ასევე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და საკითხის სიღრმისეულ წვდომას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა და ნიმუშები რაც ვფიქრობ ერთგავარ დახმარებას გაგვიწევს პროექტის ეფექტურად დაგეგმვაში.
 

Friday, June 27, 2014

მეორე დღე


  მოდული 1

დასაწყისში ვისაუბრეთ პროექტისათვის შერჩეულ სავარაუდო თემებზე და განვიხილეთ მათი ეფექტიანობა სასწავლო პროცესში. ასევე გავეცანით პუბლიკაციის მომზადების საკითხს პროექტებით სწავლების თემაზე, რათა შევქმნათ რესურსი , გაზეთი, პლაკატი ან ბუკლეტი რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტის შესახებ. გავეცანით ბუკლეტის შაბლონის ნიმუშებს და ტექსტური რედაქტორების გამოყენების უნარ-ჩვევებს.. შევარჩიეთ სასურველი ბუკლეტის შაბლონები და განვახორციელეთ ცვლილებები ტექსტური რედაქტორების გამოყენებით. 

პირველი დღე


მოდული 1

     გავეცანით ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს -ინტელის საგანმანათლებლო ვებსაიტი,ეს არის გზამკვლევი რაც გვეხმარება პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმატებით განხორციელებაში.(Intel education viewer).  ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში. თუ როგორ ეხმარება პროექტი მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და სასწავლო პროცესში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას. ასევე ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და მათი განვითარების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულისთვის და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევქმენით ბლოგები. ვისაუბრეთ პროექტის გეგმის ეფექტურად დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.